← ყველა ვაკანსია

ელექტრიკოსი

ელმონტაჟი

კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ. 5 სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურება: გამოცდილების გათვალისწინებით ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტებზე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ტექნიკური დოკუმენტაციისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** ელექტრო კაბელების, ქსელებისა და ელექტრო მოწყობილობების მონტაჟი, შეერთება და გამართვა; ** ელექტრო დანადგარების ჩართვა, ტესტირება და ტექნიკური გამართულობის შემოწმება; ** ელექტრო სისტემებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამუშაოების შესრულება; ** სამუშაო პროცესში გამოყენებული ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; ** შრომის უსაფრთხოების, ელექტროუსაფრთხოებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები განათლება: ** სასურველია პროფესიული ან ტექნიკური განათლება ელექტრო მიმართულებით; ** ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა. გამოცდილება: ** ელექტრიკოსის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება; ** ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების მონტაჟისა და გამართვის პრაქტიკული გამოცდილება. უნარები: ** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** კარიერული ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ელექტრიკოსი". რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია "ელმონტაჟი"-მა დაამუშაოს თქვენი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →