← ყველა ვაკანსია

მენეჯერი

საბავშვო ბაღი ნევერლენდი

საბავშვო ბაღი "NEVERLAND"-ი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ბაღის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ** თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია; ** მშობლებთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; ** ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა; ** დღის რეჟიმისა და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის კონტროლი; ** ადმინისტრაციული საკითხების მართვა; ** პრობლემური საკითხების დროული და ეფექტური მოგვარება. ჩვენი მოთხოვნები: ** მენეჯერის/ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობის კულტურა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციებში სწრაფად და სწორად გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** აუცილებელია ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენას. ადგილმდებარეობა: თბილისი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში. თუ ხართ ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლიანი და გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა — გელოდებით ჩვენს გუნდში! ❤️ საკონტაქტო ელფოსტა: neverland.kids55@gmail.com ტელ: 595 420055

განაცხადის გაგზავნა →