← ყველა ვაკანსია

ფილიალის თანამშრომელი

სფინი ჩიმნი ქეიქ · თბილისი

კომპანია “სფინი ჩიმნი ქეიქ” (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომელზე ქალაქ თბილისში! ჩვენ შესახებ: სფინი დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ. თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები: ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება;ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!);ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით;მიტანის/გამოძახების სერვისების შეკვეთების მომზადება;ფილიალში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება. ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად მოვალეო გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: დარიჩინისა არომატის სიყვარული;პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა;თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა;გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა. რას გთავაზობთ ჩვენ: მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;სრულ სწავლებას და მხარდაჭერას;სტაბილურ სამუშაოს. დაინტერესდი? თუ გსურს გახდე სფინის ტკბილი და ენერგიული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: spinny@spinnychimneycake.com

განაცხადის გაგზავნა →