← ყველა ვაკანსია

ფინანსური დირექტორი / CFO

საერთაშორისო კომპანია · საზღვარგარეთ

საერთაშორისო კომპანია რომელიც საქმიანობს სამედიცინო სფეროში, ეძებს გამოცდილ ფინანსურ დირექტორს (CFO), რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ფინანსურ მიმართულებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი შემდგომი განვითარებისა და ზრდის პროცესში. სამუშაო ადგილი: უზბეკეთი (ტაშკენტი) სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: აშშ დოლარში მაღალი ( დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე) ძირითადი მოვალეობები კომპანიის ფინანსური, საბუღალტრო, საბიუჯეტო და ანგარიშგების მიმართულებების ხელმძღვანელობა;ფინანსური გეგმების, ბიუჯეტების, პროგნოზებისა და მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანგარიშების მომზადება და კონტროლი;ფინანსური ანგარიშგების დროული და ხარისხიანი მომზადების უზრუნველყოფა;ფინანსური აღრიცხვის, ასევე თვისა და წლის დახურვის პროცესების მართვა;ფინანსური მოდელების მომზადება და მენეჯმენტის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად ფინანსური ანალიზის განხორციელება;ფულადი ნაკადების, საბრუნავი კაპიტალის, დაფინანსებისა და კომპანიის ფინანსური შედეგების მართვა;საინვესტიციო ანალიზის, ბიზნესდაგეგმვისა და კორპორაციული ფინანსების სხვა მიმართულებების მხარდაჭერა;ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემების უზრუნველყოფა და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა გარე პარტნიორებთან ურთიერთობა;უმაღლესი მენეჯმენტისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მონაწილეობა. განათლება და პროფესიული გამოცდილება ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;მაღალ ფინანსურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; სასურველია CFO-ის, ფინანსური დირექტორის ან ფინანსების ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისგამოცდილება;IFRS-ის ცოდნა;კორპორაციული ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მაღალ დონეზე ცოდნა;შიდა კონტროლისა და ფინანსური მართვის პროცესების კარგი ცოდნა;რუსული ენის ძალიან კარგი ცოდნა. პროფესიული და მენეჯერული უნარები ძლიერი ფინანსური ანალიზის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ფინანსური მოდელირების უნარები;კომპანიის ფინანსური შედეგების ანალიზისა და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ეფექტიანად მართვის უნარი;ბიზნესისა და ფინანსური რისკების შეფასებისა და მართვის უნარი;ფულადი ნაკადებისა და საბრუნავი კაპიტალის ეფექტიანად მართვის უნარი;მაღალი დონის ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მენეჯმენტისთვის მკაფიო ფინანსური რეკომენდაციების წარდგენის უნარი;ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;რამდენიმე პრიორიტეტის ერთდროულად ეფექტიანად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;აუდიტორებთან, ბანკებთან, აქციონერებთან და სხვა პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;უმაღლეს მენეჯმენტთან ეფექტიანად თანამშრომლობისა და კომპანიის ფინანსურ მიმართულებაზე სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი.სამედიცინო, ჯანდაცვის, ლაბორატორიულ, ფარმაცევტულ ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : hr@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →