კორპორატიული ბანკირი
ბანკი ქართუ · თბილისი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების (როგორც საოპერაციო, ასევე საკრედიტო) შეთავაზება;კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა;კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე მათი ბანკის არსებული საოპერაციო პროდუქტების სრული პაკეტით უზრუნველყოფა;კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით;არასტანდარტულ მოთხოვნებზე დროული რეაგირება და შესაბამისი კომუნიკაცია.საკუთარი პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო
უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება დაკრედიტების/გაყიდვების მიმართულებით;მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);ეროვნული ბანკის რეგულაციების ცოდნა.
თვისებები:
სავალდებულო
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/qzr0