← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული ასისტენტი

ალგანი · თბილისი

დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 12, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისისამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (1 საათი შესვენება)ანაზღაურება: 1500 (net) ფუნქცია-მოვალეობები:გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს;საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან;უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება;ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი;შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები:ანალიტიკური აზროვნება;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;მოლაპარაკებების წარმოების უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →