← ყველა ვაკანსია

ფარმაცევტი

ფარმანეტი

ფარმაცევტული კომპანია "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე და იწვევს გუნდში ენერგიულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კადრებს. რატომ "ფარმანეტი"? (ჩვენ გთავაზობთ): ** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1, 500 ლარი (დარიცხული) + გამჭვირვალე და მზარდი ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან; ** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს: ყოველი მესამე დღე (24 სთ) - თვეში მხოლოდ 10 სამუშაო დღე! (ღამის 02:00-დან დილის 08:00 საათამდე აფთიაქი იკეტება და ფარმაცევტისთვის მოწყობილია კომფორტული მოსასვენებელი სივრცე); ** სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით; ** უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს: აფთიაქი აღჭურვილია გათბობა-კონდიცირებისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით; ** მეგობრულ გუნდსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. ლოკაცია: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №12ა (მეტრო "ღრმაღელესთან" ახლოს). ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთა კვალიფიციური ფარმაცევტული კონსულტაცია და მაღალხარისხიანი მომსახურება; ** მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შესახებ; ** პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების მართვა; ** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების არსებობისა და სისწორის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული ფარმაცევტული განათლება; ** აფთიაქში მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი. როგორ გამოგვეხმაუროთ? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფარმაცევტი") ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 592-00-65-79. შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია "ფარმანეტმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →