← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი/მაღაზიის/ატელიეს ოპერაციების მენეჯერი

ზუკსი

ქართული ტანსაცმლის ბრენდი "ზუკსი" (Zook`s) ძველ თბილისში ეძებს გუნდის ორ წევრს. 1. გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი - "ზუკსის" მაღაზია, ძველი თბილისი; ** გრაფიკი - ცვლაში მუშაობა. მოვალეობები: ** მომხმარებლის კონსულტაცია, ზომის შერჩევა და ტანსაცმლის მორგებაში დახმარება; ** კოლექციის გაცნობა და მომხმარებლისთვის სასურველი მოდელების შეთავაზება; ** გაყიდვების აღრიცხვა, პროდუქციის განლაგება და სავაჭრო დარბაზის მოწესრიგება; ** მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელ მოდელებსა და ზომებს ითხოვენ მომხმარებლები. მოთხოვნები: ** რუსულ და ინგლისურ ენებზე მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი; ** ყურადღებიანობა, პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი; ** სასურველია ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება. 2. მაღაზიისა და ატელიეს ოპერაციების მენეჯერი მოვალეობები: ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, კონსულტანტების ცვლების დაგეგმვა და მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** დიზაინერთან ერთად ატელიეს სამუშაო გეგმის შედგენა - რომელი მოდელი, რა ფერში, ზომასა და რაოდენობაში უნდა შეიკეროს და როდის უნდა შევიდეს მაღაზიაში; ** შეკერვის ვადების კონტროლი და დაგვიანების შემთხვევაში დიზაინერის დროულად ინფორმირება; ** ტანსაცმლისთვის კოდების მინიჭება და პროდუქციის აღრიცხვა მოდელის, ფერისა და ზომის მიხედვით; ** ატელიედან მზა ნაწარმის მიღება, რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება, გაყიდვაში გაშვებული და შესასწორებლად დაბრუნებული ნივთების აღრიცხვა; ** ნაშთების კონტროლი, ინვენტარიზაცია და ფაქტობრივი რაოდენობის სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება; ** გაყიდვების ანალიზი და ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება - რა გაიყიდა, რა იკერება და რომელი მოდელის ან ზომის მარაგია შესავსები. მოთხოვნები: ** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობისა და თანამშრომლების კოორდინაციის გამოცდილება; ** საქონლის მიღების, ნაშთების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პრაქტიკული ცოდნა; ** Excel-ში, Google Sheets-ში ან მარაგების აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, დეტალებისადმი ყურადღება და ვადების კონტროლის უნარი; ** სასურველია ტანსაცმლის ბრენდში ან სამკერვალო ატელიესთან მუშაობის გამოცდილება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: sophiozukakishvili4@gmail.com წერილის თემაში ჩაწერეთ პოზიციის დასახელება. კონსულტანტის პოზიციაზე განაცხადის გამოგზავნისას ასევე მიუთითეთ, რომელ დღეებსა და საათებში შეგიძლიათ მუშაობა.

განაცხადის გაგზავნა →