კონსულტანტი
ფარმადეპო · თბილისი
ფარმადეპო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კონსულტანტი
ფარმადეპო, როგორც სანდო აფთიაქი, მომხმარებლებს სთავაზობს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს და კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებს. ფარმადეპო ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე.
ქსელი ბაზარზე მყარადაა პოზიციონირებული და 300-ზე მეტი აფთიაქითაა წარმოდგენილი.
ფარმადეპო მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით, გუნდური აქტივობებით და აღიარების პროგრამებით.
პოზიცია: კონსულტანტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული/სტუდენტებისთვის მორგებული:
5 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 6 საათი;
6 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 5 საათი.
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლისა და მუშაობის შეთავსებას;ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;იცის და აინტერესებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პარაფარმაციის ხაზი;აქვს საოფისე და სააფთიაქე პროგრამებთან მუშაობის უნარი;არის ლოიალური და კეთილგანწყობილი;ან ეძებს ფარმაცევტულ სფეროში თავის პირველ სამსახურს.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი;აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/YpgJinhb