← ყველა ვაკანსია

მზარეული

რესტორანი ბლუ ფოქსი

რესტორანი "Blue Fox" მდებარეობს ძველი თბილსის ცენტრში და წარმოადგენს სასტუმრო "The Blue Fox Hotel"-ის ნაწილს. რესტორანს აქვს ულამაზესი ძველი თბილისური ეზო და გამოირჩევა განსაკუთრებული ქართულ-ევროპული მენიუთი. პოზიციის დასახელება: მზარეული ლოკაცია: თბილისი ექვემდებარება: შეფ მზარეულს, კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მენეჯერს ძირითადი მოვალეობები: ** შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად ** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება ** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა ** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი ** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება ** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად) ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** გუნდური მუშაობის უნარი ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ჩვენ გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს მუდმივად განვითარდე ** კონკურენტულ ანაზღაურებას ** კვებას და კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს რესტორანში ** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:veriko.kereselidze@bluefoxtbilisi.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →