← ყველა ვაკანსია

საგადასახადო მიმართულების მენეჯერი

Nexia Georgia

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით. "Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით. "Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტში საგადასახადო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით; ** საგადასახადო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის თანამშრომლების მხარდაჭერა საგადასახადო საკითხებზე; ** მთავარი ბუღალტრების მიერ შესრულებული საგადასახადო დეკლარაციების გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა და რეკომენდაციების გაცემა; ** კონტრჰაგენტ კომპანიებში პერიოდული ვიზიტები, არსებული სიტუაციის ანალიზი და საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება; ** კონტრჰაგენტ კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში; ** პორტფელში არსებულ კომპანიებში პრობლემატური საკითხების გამოვლენის შემთხვევაში ეფექტური მექანიზმების განსაზღვრა, ჩართულობა და პრობლემის დროული აღმოფხვრა; ** მთავარი ბუღალტრების/ბუღალტრების შერჩევის პროცესში ჩართულობა. დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საგადასახადო მიმართულების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →