← ყველა ვაკანსია

კონსულტანტი, ასისტენტი

აპოლო · ბათუმი

"APOLO" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტისა და ასისტენტის პოზიციებზე. სამუშაო ადგილი: ბათუმი, შავშეთის 24 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 1. კონსულტანტი ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლების კონსულტირება და მათი საჭიროებების განსაზღვრა; ** პროდუქციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლისთვის შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** გაყიდვების პროცესის მართვა; ** მომხმარებლებთან პროფესიონალური და პოზიტიური კომუნიკაცია; ** სამუშაო სივრცის მოწესრიგება; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მომხმარებელთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება; ** სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი. 2. ასისტენტი ძირითადი მოვალეობები: ** მენეჯერისა და გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა; ** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა; ** საჭირო ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და გადაცემა; ** დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება; ** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაცია; ** ინვოისებთან და სხვა საოპერაციო დოკუმენტაციასთან მუშაობა; ** ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებაში დახმარება; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — აუცილებელი მოთხოვნა; ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** საჭირო ტრენინგებსა და სამუშაო პროცესში მხარდაჭერას; ** კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბონუსების სისტემას — პოზიციისა და გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მაილზე: apolo20-15@mail.ru კანდიდატებს, რომელთა გამოცდილება და უნარები შესაბამისობაში იქნება პოზიციის მოთხოვნებთან, დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.

განაცხადის გაგზავნა →