← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო

"ჩაკლოვას თარჯიმანთა ბიურო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობები: ** დამკვეთისგან შეკვეთის მიღება; ** შეკვეთის მონაცემების ბაზაში შეყვანა; ** შეკვეთის შესაბამის მთარგმნელთან გადაგზავნა; ** კურიერთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია; ** მომზადებული დოკუმენტის დამკვეთისთვის ჩაბარება; ** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების დასკანერება და ქსეროქსის გადაღება; ** დამკვეთებთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** შეკვეთის პროცესის კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა. აუცილებელი მოთხოვნები: ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულოა ** კანდიდატმა აუცილებლად უნდა იცოდეს ორივე ენა — ინგლისური და რუსული. რომელიმე ერთი ენის არცოდნის შემთხვევაში კანდიდატი ვაკანსიისთვის არ განიხილება. ორივე ენის ცოდნა უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომ კანდიდატს შეეძლოს: ** დამკვეთთან თავისუფალი და მარტივი კომუნიკაცია; ** კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა; ** იურიდიული და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ტერმინების გაგება; ** აღნიშნული ტერმინების დამკვეთისთვის მარტივად და გასაგებად ახსნა; ** დოკუმენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიწოდება. უნარ-ჩვევები: ** ხელის სისწრაფე და სწრაფად მუშაობის უნარი; ** სხარტი აზროვნება; ** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** დამკვეთთან თავაზიანი და პროფესიონალური ურთიერთობის დამყარების უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი. ანაზღაურება: 1-თვიანი სტაჟირება — ანაზღაურებადი, 500 ლარი. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ: ** მე-2 და მე-3 თვე: 750 ლარი; ** მე-4 და მე-5 თვე: 800 ლარი; ** მე-6 თვიდან: 1000 ლარი + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: ** 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი ** შაბათ-კვირა — დასვენების დღეები. მისამართი: თბილისი, პეკინის ქუჩა №27 საკონტაქტო ინფორმაცია: 555 805 000 chaklov100@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →