მოლარე-კონსულტანტი
სათამაშო · თბილისი
SATAMASHO — საგანმანათლებლო და პრემიუმ ხარისხის საბავშვო პროდუქციის მაღაზია — აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც მოსწონს მომხმარებლებთან ურთიერთობა და სურს მუშაობა თანამედროვე საცალო გარემოში.ძირითადი მოვალეობები:• მომხმარებლის კონსულტაცია და საჭირო პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
• პროდუქციის სწორად და საინტერესო ფორმით წარდგენა;
• გაყიდვების განხორციელება და სალაროსთან მუშაობა;
• პროდუქციის მიღება, განთავსება და ფასების კონტროლი;
• სავაჭრო სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის ვიზუალური სტანდარტის დაცვა;
• მარაგებისა და პროდუქციის მდგომარეობის კონტროლში მონაწილეობა;
• მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:• გამართული ქართული მეტყველება;
• კარგი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
• მოწესრიგებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
• გუნდური მუშაობის უნარი;
საცალო გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში ან სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — შესაბამის კანდიდატს ადგილზე შევასწავლით სამუშაო პროცესს.ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.რას გთავაზობთ:• სტაბილურ სამუშაო გარემოს;
• სამუშაო პროცესისა და პროდუქციის სწავლებას;
• განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
• მეგობრულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
• ფიქსირებულ ანაზღაურებას
• გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსს
• თანამშრომლის ფასდაკლებასთუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ პასუხისმგებლიანი და გინდა გახდე SATAMASHO-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე.