კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭერისა და პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - ბაკალავრის ხარისხი;
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გამოგვივზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.