← ყველა ვაკანსია

ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი

ვენდის' · თბილისი · სრული განაკვეთი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმესგადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/r0gTkZPcამერიკული რესტორნების ქსელები Wendy’s/Dunkin'/Subway აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.ანაზღაურება: ხელზე ასაღები1500 ლარი (მე-2 თვიდან 1800), შაბათს მუშაობა ანაზღაურდება დამატებით;სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 06:00–15:00, ყოველი მეორე შაბათი 06:00–12:00, კვირა დღე დასვენება;ლოკაცია: ცენტრალური საწყობი-ორხევი;ბენეფიტები: კვებაზე ფასდაკლება, ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:პროდუქციის გადაადგილების კონტროლი: საწყობის გავლით ობიექტებს შორის გასაგზავნი პროდუქციის შესაბამისი მიმართულებით, სწორი ობიექტისთვის და დადგენილი წესის შესაბამისად გაშვების უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;რესტორნის მენეჯერებთან მუდმივი უკუკავშირი საქონლის გაგზავნა-მიღების, შესაძლო დანაკლისისა და დაგვიანების შესახებ;მძღოლებისა და მძღოლის დამხმარეების საწყობიდან გასვლის, მათი უკან დაბრუნებისა და გადაადგილების მონიტორინგი;საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლი;საწყობის ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და კონტროლი: გენერატორის, მაცივრების, კერხერის, საპრესისა და ელექტრო დამტვირთელის გამართულ მუშაობაზე ყურადღების მიქცევა;პრობლემებზე რეაგირება: ნებისმიერი პრობლემის ან გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის დეპარტამენტთან დროული კომუნიკაცია და საკითხის მოგვარების პროცესის მონიტორინგი;ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტირება საწყობის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მსგავს პოზიციაზე (საწყობი, ლოჯისტიკა, ოპერაციები) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საწყობის ტექნიკურ აღჭურვილობასთან (დამტვირთველი, გენერატორი და ა.შ.) მუშაობის/მეთვალყურეობის საბაზისო ცოდნა ან გამოცდილება;საწყობის აღრიცხვისა და მარაგების მოძრაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა;სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ორხევთან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე;სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.პიროვნული თვისებები და უნარები:მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;ტექნიკური ან ოპერაციული შეფერხებების დროს სწრაფი რეაგირებისა და პრობლემის გადაჭრის უნარი;დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;გამართული კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა დეპარტამენტთან მუშაობისას;გუნდურად მუშაობის უნარი.

განაცხადის გაგზავნა →