← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

ევროპანელ გრუპი

კომპანია "ევროპანელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. https://panels.ge/ https://www.facebook.com/europanels.ge მისამართი: ქ. თბილისი, ს. ცინცაძის ქ. #12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ანაზღაურება: 1500₾ (ნეტი) ძირითადი მოვალეობები: ** შესყიდვის პროცესების მართვა შესყიდვების პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობაში; ** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება და ბიუჯეტის კონტროლი; ** გონივრულ ვადებში შესყიდვის პროცესის წარმოება; ** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლების მოძიება ბაზარზე და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება; ** შესყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია და მომწოდებლების ბაზის განახლება; ** პროექტის ფარგლებში, მუდმივად და მჭიდროდ თანამშრომლობა უშუალო პროექტ მენეჯერთან/ და ნებისმიერ დამკვეთ დეპარტამენტთან. ** პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით; ** ტექნიკური დავალების მიღება, გადამოწმება ყველა დეტალის გათვალისწინებით; ** არაგეგმიური შესყიდვის წარმოება ხარჯის დამტკიცების პროცედურების გათვალისწინებით; ** შესყიდვების ანალიზი; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და დირექტორთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია სამშენებლო სექტორში მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით; ** ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა; ** ნებისმიერი საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** ინიციატურობა; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: ** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო); ** FitPass; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ლინკზე https://buildsmart.ge/job-apply/shesyidvebis-menejeri/2/197fa4f2d05fb6c4e363a6f3c686d134 ან ელ. ფოსტაზე hr@europanels.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →