← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი

ვენდის' · თბილისი · სრული განაკვეთი

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმესგადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/7DxuvFYამერიკული რესტორნების ქსელი Wendy's / Dunkin' / Subway აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (10:00-18:00)სამუშაო ლოკაცია: შეთანხმებით (კომპანიის რომელიმე რესტორანი)ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებაზე ფასდაკლება, Fitpassფუნქცია-მოვალეობები:რესტორნის ტექნიკური აღჭურვილობის ყოველდღიური მონიტორინგი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;ტექნიკური გაუმართაობების ადგილზე დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა;პრევენციული ტექნიკური მომსახურების შესრულება;გრილის, ფრაიერის, ღუმელის, ტოსტერის, მაცივრის, საყინულის, სასმელების აპარატებისა და სხვა სამზარეულოს ტექნიკის ტექნიკური კონტროლი;ტექნიკის გაწმენდისა და მოვლის პროცესის მონიტორინგი;ყოველთვიური ტექნიკური ჩეკლისტების წარმოება, მათ შორის:მთავარი ელექტრო ფარის შემოწმება;ავტომატური ამომრთველების შემოწმება;ელექტრო კონტაქტების გახურების კონტროლი;დამიწების სისტემის შემოწმება;ელექტრო დატვირთვის შეფასება;ფაზების ბალანსის კონტროლი;ავარიული განათების შემოწმება;UPS-ის ან გენერატორის შემოწმება (არსებობის შემთხვევაში);საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების შეცვლა და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;კარების, საკეტების, ფანჯრების, ავეჯისა და ინტერიერის ელემენტების მცირე სარემონტო სამუშაოების განხორციელება;ტექნიკური დაზიანებების დროული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;რესტორნის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების საჭიროების იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;მჭიდრო თანამშრომლობა რესტორნის მენეჯერთან და ოპერაციულ გუნდთან;უსაფრთხოების ნორმებისა და კომპანიის ტექნიკური სტანდარტების დაცვა.მოთხოვნები:სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;რესტორნის ან კვების ობიექტების ტექნიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.პროფესიული ცოდნა და უნარები:ელექტროობის საფუძვლების ცოდნა;სანტექნიკური სისტემების ცოდნა;მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;სამაცივრე და სამზარეულოს ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა;უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგულაციების ცოდნა.პიროვნული თვისებები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;პუნქტუალურობა.

განაცხადის გაგზავნა →