ფილიალის მენეჯერი
ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
"იცა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
იცა არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.
მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:
** სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
** მოსწავლეთა რეგისტრაცია
** კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.
** საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის.
** ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
** ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.
მენეჯერს მოეთხოვება:
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა.
** სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა
ანაზღაურება: შეთანხმებით - კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
იცას მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)
ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათითურთ ელფოსტაზე: icacentre2020@gmail.com.
დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ:551 611 616, 595 507 401
ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 30.08.2026