← ყველა ვაკანსია

Outlet coordinator

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს შიდა ვაკანსიას აუთლეტ კოორდინატორის პოზიციაზე:  სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - 1300 ლარი;სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები, პერიოდულად - სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).    ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: მაღაზიათა ქსელში არსებული მაღაზიებისა და საწყობების მონახულება, დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება და შეფასება - მობილური რგოლი მაღაზიებსა და საწყობებს შორის,რომელიც უზრუნველყოფს პროცესის უწყვეტობას; პროდუქციის გამიჯვნა - წუნიანი და ხარისხიანი ერთეულების სწორად კლასიფიკაცია (მათ შორის ჩამოსაწერი პროდუქციის იდენტიფიცირება), დაზიანების ტიპის მიხედვით პროდუქციისთვის შესაბამისი ფასის მინიჭება;აუთლეტ მაღაზიებში პერიოდულად წუნდებულ პროდუქციაზე ფასების გადახედვა და საჭიროებისამებრ ცვლილებების შეტანა; გაყიდვების სტიმულირებისათვის წუნების რეპორტინგის სისტემატიზაცია და მუდმივი მონიტორინგი;აუთლეტის მაღაზიებისთვის პროდუქციის გადანაწილება და ფასების განსაზღვრა, პროდუქციის დროულად მიღება/დალაგების მონიტორინგი, ასევე, რთულად გაყიდვადი პროდუქციების მონიტორინგი;აუთლეტ მაღაზიებში წუნიანი პროდუქციის ანალიზის მომზადება წლების მიხედვით და შესაბამის დეპარტამენტთან ერთად აქციების დაგეგმვა;აღწერებში გამოვლენილი შედეგების შეფასება და მონიტორინგი;ბაზრის კვლევის ორგანიზება ყოველთვიურად; ხელმძღვანელისგან აუთლეტების მიმართულებით დავალებების მიღება; მნიშვნელოვანი აქციების შემთხვევაში მაღაზიათა ქსელში ვიზიტი. შენგან კი დაგვჭირდება: პროდუქციის ხარისხის შეფასებისა და კლასიფიკაციის უნარი; სასურველია გამოცდილება ხარისხის მართვის ან საწყობის/მაღაზიის ოპერაციების მიმართულებით;MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);კარგი კომუნიკაციის უნარი და გუნდთან მუშაობის უნარი;ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; მოქნილობა და ოპერატიულობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →