თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი / RB ბანკირი
თიბისი · თბილისი
"თიბისი " აცხადებს ვაკანსიას - თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი (RB ბანკირი) - ვარკეთილის ს ს/ც 2 პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოქმედების ვადა: 31.08.2026
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც RB ბანკირი:აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებსგაანალიზებ შემოსულ განაცხადებს და შეაფასებ რისკებსშეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარებასდაამუშავებ სესხებს თვითდასქამებულთა სეგმენტზე.მოამზადებ საკრედიტო ფაილებს და წარადგენ საკრედიტო კომიტეტზემონიტორინგს გაუკეთებ საკრედიტო პორტფელს
კვალიფიკაცია
მინი ან მიკრო სესხებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილებაMicrosoft Office-ის ცოდნაინგლისური და რუსული ენების ცოდნააუცილებელია ექსპერტის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
ფიქრობ, რომ გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნებახარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანიმუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებსგაქვს ლოგიკური აზროვნება დამარწმუნებელი კომუნიკაციაგუნდურად მუშაობის უნარისტრესული სიტუაციების გამკლავების უნარისაქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარიგაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
შემოგვიერთდი, შექმენი წარმატების საკუთარი ისტორია და განავითარე კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გუნდში!
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს - https://smrtr.io/BmR2n