საწყობის ზედამხედველი მენეჯერი
სამშენებლო მასალების მაღაზია · თბილისი
სამშენებლო მასალების მაღაზია კმპ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ზედამხედველი მენეჯერის პოზიციაზე.
სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო საწყობი/მაღაზია ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ თანამშრომელს.
ძირითადი მოვალეობები:
მოქმედ მენეჯერთან ერთად საწყობის ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და გაცემის პროცესების ზედამხედველობა;მომხმარებლების მიერ შეძენილი პროდუქციის დაკომპლექტებისა და დატვირთვის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;დატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი სასაქონლო ზედნადებებსა და სხვა თანმხლებ დოკუმენტაციასთან;საწყობის თანამშრომლების სამუშაოს განაწილება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;საწყობში პროდუქციის სწორად განთავსებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საწყობის მენეჯერის/ზედამხედველის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო-სარემონტო მასალების საწყობში მუშაობის გამოცდილება და პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესის კოორდინაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი დიდუბეანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით.
კანდიდატებს ვთხოვთ, CV-ის გამოგზავნისას მიუთითონ მათთვის სასურველი ანაზღაურების ოდენობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: cristaltd9@gmail.com