მოლარე-კონსულტანტი
Cool Club · თბილისი
Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი მოლის მიმდებარედ.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიზანი:
გაყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელია მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურებაზე, პროდუქციის რეალიზაციაზე და სალაროს ოპერაციებზე, მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
მაღაზიის დროულად გახსნა და დახურვა;მომხმარებლის კონსულტაცია და დახმარება პროდუქტის შერჩევაში;გაყიდვების განხორციელება და სალაროს ოპერაციების შესრულება;ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება;პროდუქციის განთავსება, შევსება და ფასების განახლება;სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა სავაჭრო დარბაზში;ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება (Z-რეპორტი);მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;მოქმედი აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება მომხმარებლებისთვის;შიდა სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი სასურველია);მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ქართული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა;საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, 1C);გუნდურად მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავე და დეტალებზე ყურადღება;სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პოზიტიური დამოკიდებულება.
კომპანია გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს;პროფესიულ განვითარებას;სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან;კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არის გამოსაცდელი ვადა, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე getmcoolclub@gmail.comან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577158830