ადმინისტრატორი
ნიკორა ტრეიდი · თბილისი
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1250-1500 ლარს + ბონუსს5 დღიან სამუშაო კვირას, 2 დღე დასვენებაჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებასსაზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიან სამგზავრო ბარათს 100%-იანი დაფინანსებითანაზღაურებად სტაჟირებასტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობასდასაქმების მარტივ პროცედურას კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებასმდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვადარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლიფასების ცვლილების შემთხვევაში, ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტებთან განთავსებაპროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობასანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზესაჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია სავაჭრო მიმართულებით მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/e1wlDLDb
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის