← ყველა ვაკანსია

უნივერსალური ხელოსანი

სარეაბილიტაციო კლინიკა სიმეტრია · თბილისი

Symmetry — თანამედროვე კლინიკაა, რომელიც სპეციალიზდება ხერხემლისა და სახსრების დაავადებების არაოპერაციულ მკურნალობაში, ფიზიოთერაპიაში, რეაბილიტაციასა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის აღდგენაში. კლინიკა Symmetry აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ხელოსნის პოზიციაზე. ლოკაცია: თბილისი, საქართველო ძირითადი მოვალეობები კლინიკის შენობისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;მიმდინარე წვრილმანი სარემონტო სამუშაოების შესრულება;ელექტროობის სისტემაში მცირე დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა;სანტექნიკური სამუშაოების შესრულება და გაუმართაობის აღმოფხვრა;კარებების, საკეტების, ავეჯის, თაროებისა და სხვა ინვენტარის შეკეთება;კედლების, ჭერის, იატაკისა და სხვა ზედაპირების მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება;ტექნიკური პრობლემების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ტექნიკურ სამსახურებთან კოორდინაცია;სამუშაო ხელსაწყოებისა და მასალების მოწესრიგება და სათანადო გამოყენება;კლინიკის შიდა უსაფრთხოების, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნივერსალურ ხელოსნად მუშაობის გამოცდილება;ელექტროობის, სანტექნიკისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზისო ცოდნა;სხვადასხვა ხელის და ელექტრო ხელსაწყოს გამოყენების ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;სასურველია ტექნიკური განათლება ან შესაბამისი პროფესიული გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ დასაქმებას;მოწესრიგებულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;კონკურენტულ ანაზღაურებას;სრულ განაკვეთზე მუშაობას;პროფესიულ და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hrbygiuli@gmail.com სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უნივერსალური ხელოსნი"

განაცხადის გაგზავნა →