მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
PayBox · თბილისი
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
რისი გაკეთება მოგიწევს:
მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება; შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ; საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება - 800 ლარი;ჯანმრთელობის დაზღვევა;მოქნილ სამუშაო გრაფიკი;საბონუსე ანაზღაურება (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);Fitpass;სხვადასხვა შიდა აქტივობები: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი:
9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
მოქნილობა;დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/HBM76Y4b