Accountant
LTD BS/2 Georgia · თბილისი
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგურ "დიდუბიდან")სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00, (1 სთ. შესვენება)ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები:- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის: შესყიდვების, რეალიზაციის/გასვლის, ჩამოწერის, გადაფასების, შიდა გადაადგილებისა და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება;- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, და ანალიზი;- საბანკო ოპერაციების და სალაროს მოძრაობების აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშების შეთავსება;- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ამორტიზაციის დარიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;- თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება/ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;- მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა და დოკუმენტური უზრუნველყოფა;- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა და საჭირო მონაცემების უზრუნველყოფა;- კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;- ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დამუშავება „შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკისა“ და შიდა რეგულაციების შესაბამისად.
· რას მოველით კანდიდატისგან:· უმაღლესი ფინანსური განათლება;· ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;· საოფისე პროგრამების ცოდნა;· 1 C ბუღალტერიის ცოდნა (ბალანსი) და მასში მუშაობის უნარი;· დაკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა;· რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:- ჯანმრთელობის დაზღვევას;- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;- Fit pass ბარათს;- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;- მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში;პროფესიული სწავლებასა და განვითარებას.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!