← ყველა ვაკანსია

Loyalty Manager

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ლოიალობის მენეჯერის პოზიციაზე: შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს: სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: ლოიალობის ბარათის სქემების მართვა და განვითარება;მომხმარებლის შენარჩუნების მაჩვენებლისა(Retention Rate) და მათი ლოიალობის ზრდაზე ზრუნვა;მომხმარებლის ქცევითი ანალიზი და ქცევითი სეგმენტაციის განვითარება;მომხარებლის კატეორიების და ქცევის შესაბამისად კომერციული გადაწყვეტილებების მიღება;ლოიალობის კამპანიების დაგეგმა და მართვა;მომხმარებლებისთვის მიზნობრივი(Target) შეთავაზებების დაგეგმვა და მართვა;ლოიალობის კამპანიებისა და მომხმარებლის კონვერსიების ანალიზი და შეფასება;ლოიალობის პროგრამისა და კამპანიების გავლენის შეფასება ზოგად ბიზნეს შედეგებზე;ანალიტიკური სისტემების განვითარებაზე ზრუნვა;ლოიალობის პროგრამების ფარგლებში, პროგრამული უზრუნველყოფის პროექტებში ჩართულობა და ინიცირება;ლოიალობის ბარათის აპლიკაციის განვითარებაში ჩართულობა;ლოიალობის პროგრამების KPI მაჩვენებლების განსაზღვრა/მონიტორინგი;პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და საერთო პროექტების მართვა;ძირითად დაინტერესებულ(Key Stakeholder) მხარეებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი. შენგან კი დაგვჭირდება: აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;ანალიტიკური აზროვნების უნარი და მონაცემებთან მუშაობის უნარები (Excel, Power BI ან მსგავსი ინსტრუმენტები);კარგი საკომუნიკაციო უნარი სხვადასხვა გუნდებთან და პარტნიორებთან;დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;ინგლისური და ქართული ენების ცოდნა (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად). კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →