← ყველა ვაკანსია

უნივერსალური ბანკირი

ბაზისბანკი · ქუთაისი

წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!ამჟამად ჩვენ უნივერსალურ ბანკირს ვეძებთ ქუთაისში. ძირითადი მოვალეობები:ფილიალის/სერვისცენტრის თანამშრომლებისთვის დადგენილი ინდივიდუალური გეგმების შესრულება; კლიენტის მომსახურების ფარგლებში ანგარიშების გახსნა/დახურვა, ანგარიშებთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ოპერაციის განხორციელება;კლიენტების კრედიტუნარიანობის შესახებ მონაცემების შეგროვება, ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;ბანკის არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით(საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;აუცილებელია საკრედიტო პროდუქტების გაყიდვის მიმართულებით გამოცდილება;უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარები:ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაცხადის გაგზავნა →