CRM-ისა და ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
არქი · თბილისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ CRM-ისა და ბიზნეს პროცესების სპეციალისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებების მომზადებაში ჩართულობა;ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება;დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლებაში ჩართულობა;სამიზნე აუდიტორიის გამოკვლევა და მათი საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დეტალური ძიება - სხვადასხვა გზების და არხების მეშვეობით;CRM-ში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით პროცესის მონაწილეებთან კომუნიკაცია;CRM-თან დაკავშირებული საკითხების შესახებ თანამშრომლების მხარდაჭერა;პრობლემური საკითხებთან დაკავშირებით ვენდორთან კომუნიკაცია;ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;ინგლისური ენის ცოდნა;საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;სასურველია, Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.