ჰელფ დესკის სპეციალისტი
ბაზისბანკი · თბილისი
“ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას “ჰელფ დესკის სპეციალისტის“ პოზიციაზე ქ. თბილისში.
მოვალეობები:
ოფისში ტექნიკური მოთხოვნების მიღება სატელეფონო, ელ-ფოსტის ან ტიქეთინგ სისტემის საშუალებით; პროგრამულ და აპარატურულ პრობლემებთან დაკავშირებული პირველადი დიაგნოსტიკა და სწრაფი გადაწყვეტა; ოპერაციული სისტემების (Windows) ძირითადი პრობლემების განხილვა და შეფერხებების აღმოფხვრა; ოფისის პროგრამების (Microsoft Office/365, Google და სხვ.) მხარდაჭერა; ქსელური კავშირების (Wi-Fi /VPN) პრობლემების იდენტიფიკაცია და პირველადი troubleshooting; ტექნიკური ინციდენტების და სერვისების მოთხოვნების რეგისტრაცია, მონიტორინგი და დროული დახურვა ტიქეთინგ სისტემაში; კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, მონიტორი და ა.შ.) კონფიგურაცია და მხარდაჭერა; ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშების შექმნა, წვდომების მინიჭება და სისტემაში ჩასმა; IT ინფრასტრუქტურის საბაზისო ზედამხედველობა და პრობლემების სწრაფი ესკალაცია შესაბამის გუნდთან; უსაფრთხოების პოლიტიკების დაცვა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების კონსულტაცია. მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში (შესაძლოა იყოს დამამთავრებელი კურსების სტუდენტი); კომპიუტერული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ლოკალური ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; Microsoft SQL საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!