Courier driver
JSC Gepha
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას” ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის ადმინისტრაციულ გუნდში ვეძებთ ტალანტს, მძღოლ-კურიერის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
დინამიკური და საინტერესო სამუშაო გარემო;შესაძლებლობა, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო;
მეგობრული და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი;კარიერული ზრდა და პროფესიული განვითარება;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ბენეფიტები; ფუნქცია-მოვალეობები:
კომპანიის ავტომობილის უსაფრთხო და წესების დაცვით მართვა;მის ხელთ არსებული კომპანიის დოკუმენტაციის, ქონების შენახვა და დაცვა;თანამშრომლების, დოკუმენტაციის დროული, უსაფრთხო და ორგანიზებული გადაყვანა/მიტანა;ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი (სისუფთავე, გამართულობა);კომპანიის შიდა წესებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინება, თვეში დაახლოებით 12-15 დღე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოქმედი მართვის მოწმობა (B კატეგორია);მძღოლის პოზიციაზე, კონკრეტულად მინივენის ავტომობილის მართვის მუშაობის გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;თავაზიანი და კორექტული კომუნიკაციის უნარი.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀