← ყველა ვაკანსია

ფილიალის თანამშრომელი

სფინი ჩიმნი ქეიქ

კომპანია "სფინი ჩიმნი ქეიქ" (Spinny Chimney Cake) აცხადებს ვაკანსიას ფილიალის თანამშრომლის პოზიციაზე ქალაქ თბილისში! ჩვენ შესახებ: სფინი დესერტების საცხობი ქსელია, სადაც ტრადიციული ჩეხურ/უნგრული ტკბილეული — ტრდელნიკი (Chimney Cake) მზადდება. ჩვენ ვქმნით უგემრიელეს, მრავალფეროვან დესერტებს და თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ, თბილ გარემოს ვახვედრებთ. თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები: ** ფილიალში მოსული მომხმარებლისთვის პროდუქციისა და მენიუს გაცნობა, შეკვეთების მიღება; ** ტრდელნიკის ცომთან მუშაობა და გამოცხობა (გამოცდილება არ არის სავალდებულო, ყველაფერს დიდი სიხარულით შეგასწავლით!); ** ტრდელნიკის აწყობა მომხმარებლის სურვილისამებრ სხვადასხვა შიგთავსითა და ინგრედიენტებით; ** მიტანის/გამოძახების სერვისების შეკვეთების მომზადება; ** ფილიალში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება. შენიშვნა: ფილიალში, ერთდროულად, რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, შესაბამისად, მოვალეობები გადანაწილებულია, მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყველა პოზიციაზე მუშაობის ცოდნა და უნარი! საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** დარიჩინისა და არომატის სიყვარული; ** პოზიტიური, ღიმილიანი და ენერგიული განწყობა; ** თავაზიანობა და ხალხთან ურთიერთობის სიყვარული; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითდისციპლინა; ** გუნდურად მუშაობის უნარი და შრომისმოყვარეობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** მეგობრულ, თბილ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს; ** სრულ სწავლებას და მხარდაჭერას; ** სტაბილურ სამუშაოს. დაინტერესდი? თუ გსურს გახდე სფინის ტკბილი და ენერგიული გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: spinny@spinnychimneycake.com

განაცხადის გაგზავნა →