← ყველა ვაკანსია

Junior Brand Manager

Dressup Group

„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge. „დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე:  სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სთ;ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით; სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე კომპანიის მაღაზიები, პერიოდულად - სათაო ოფისი (დ. გამრეკელის ქ. #19).    შენზე ზრუნვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – ამიტომაც გთავაზობთ: კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;ჯანმრთელობის დაზღვევას;„ფიტპასის“ მომსახურებას;იდეების წახალისებას/მხარდაჭერას. ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: მაღაზიათა ქსელში შესაბამისი ბრენდების ჭრილში პროდუქციის ნაშთის მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტინგი; შესაბამისი ბრენდების ჭრილში ბრენდების/ობიექტების მიხედვით სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;მაღაზიათა ქსელის მომარაგების პროცესში ჩართულობა და საწყობთან კომუნიკაცია; მაღაზიათა ქსელის მომარაგება ქსელში არსებული პროდუქციით - მათ შორის წუნდებული პროდუქციის აუთლეტში გადატანა და სპეციალური ფასის დადგენა;ახალი კოლექციების პროდუქციის განაწილება მაღაზიებში - განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით;ფოტო სტუდიისთვის გადასაღები პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;ბრენდისა და პროდუქციის მახასიათებლებზე საჭირო ინფორმაციის მოძიება და მაღაზიათა ქსელისთვის მიწოდება;მაღაზიათა ქსელში ვიზიტი და ადგილზე არსებული საკითხების იდენტიფიკაცია (პროდუქციის განლაგება/მერჩენდაიზინგი, წუნდებული პროდუქციის შესწავლა, არსებული სიტუაციის ანალიზი და ა.შ.);მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება:პროგრამაში განსათავსებლად პროდუქციის მახასიათებლების მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის; შესაბამისი მიმართულებით შეკვეთების წარმოებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;კოლექციების შერჩევაზე დასწრება;კონკურენტების პერიოდული შეფასება/მონიტორინგი. შენგან კი დაგვჭირდება: უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მოდის სფეროში მუშაობის გამოცდილებას); ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა; Ms Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;ანალიტიკური აზროვნება; პასუხისმგებლობის მაღალი დონე; მოქნილობა და ოპერატიულობა;დეტალებზე ორიენტირებულობა. კანდიდატთა შერჩევა გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →