← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი/დამხმარე ბუღალტერი

ნოვატო · ქუთაისი

შპს "ნოვატო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის/დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ქუთაისში. თუ გაქვთ ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის გამოცდილება, ხართ ყურადღებიანი დეტალების მიმართ და გსურთ პროფესიული განვითარება — შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა; ** მიღებული და გაცემული ზედნადებების სიზუსტის კონტროლი; ** შესყიდვებისა და რეალიზაციის პირველადი დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა; ** წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროგრამული აღრიცხვა; ** დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებების შეჯერება და დავალიანებების კონტროლი; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული საბუღალტრო ოპერაციების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის ქუჩა, მე-2 ჩიხი №7; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00, შაბათი: 10:00-16:00; ** ანაზღაურება: შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. განაცხადის გამოგზავნა: ** დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: marifuturidze@gmail.com წერილის სათაურის ველში მიუთითე სასურველი პოზიცია: "ბუღალტერი" ან "დამხმარე ბუღალტერი". განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 7 დეკემბერი, 2026 წელი. "ნოვატო" — ცოდნით ვხედავთ მეტს.

განაცხადის გაგზავნა →