← ყველა ვაკანსია

ბალეტის კლუბის მასწავლებელი

თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა

"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს ბალეტის კლუბის მასწავლებლის ვაკანსიას კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30 სამუშაო განაკვეთი: ნახევარი სამუშაოს აღწერა: ბალეტის კლუბის მასწავლებელი ** უძღვება I-VI კლასების მოსწავლეთა ბალეტის კლუბს, კლასგარეშე აქტივობების პროგრამის ფარგლებში; ** ამზადებს და ატარებს ასაკის შესაბამის, საინტერესო და მრავალფეროვან სავარჯიშო გაკვეთილებს; ** ავითარებს მოსწავლეებში ცეკვის საბაზისო ტექნიკას, სხეულის კოორდინაციას, რიტმის შეგრძნებასა და პლასტიკურობას; ** ზრუნავს მოსწავლეთა მოტივაციისა და ბალეტისადმი ინტერესის ჩამოყალიბებაზე; ** სასწავლო წლის ბოლოს ან საჭიროებისამებრ ორგანიზებას უწევს ღონისძიებას მშობლებისა და სკოლის საზოგადოებისთვის; ** უზრუნველყოფს გაკვეთილების დროს მოსწავლეთა უსაფრთხოებას; ** აწარმოებს დასწრების აღრიცხვას. პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება ან დადასტურებული გამოცდილება ბალეტის/ცეკვის სფეროში; ** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; ** კომუნიკაბელურობა, მოთმინება და ინდივიდუალური მიდგომის უნარი. შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე: info@sist.ge დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

განაცხადის გაგზავნა →