← ყველა ვაკანსია

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი

თბილისის შვეიცარიული საერთაშორისო სკოლა

"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორის ვაკანსიას. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაოს აღწერა: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი ** ხელმძღვანელობს სკოლის სამეურნეო საქმიანობას; ** ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს სკოლის ტექნიკური პერსონალის საქმიანობას; ** სკოლის თანამშრომლებს ამარაგებს საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით; ** კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სკოლის დროულ მომზადებას სასწავლო პროცესის დასაწყებად; ** ახორციელებს სკოლის შენობის, საკლასო ოთახების, სასწავლო კაბინეტების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს; ** ხელმძღვანელობს სკოლის ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს; ** უზრუნველყოფს სკოლის ქონების საინვენტარო აღრიცხვას, მონაწილეობას იღებს სკოლის ქონების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას; ** უზრუნველყოფს მატერიალური რესურსის საჭიროებების დადგენას; ** კოორდინირებას უწევს სკოლის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას და დასაწყობებას. პოზიციისთვის აუცილებელი მოთხოვნები: ** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მატერიალური რესურსების მართვის მიმართულებით; ** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა. შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე: info@sist.ge. დანიშნულებაში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად იქნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

განაცხადის გაგზავნა →