ოპერატორი
Inex Group · ფოთი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე: ფოთში.
"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამუშაო ადგილი: ფოთი
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ანაზღაურება: 900 ლარი
საქმიანობის აღწერა:
** ამანათების მიღება, აღრიცხვა, დახარისხება საწყობში;
** კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** ამანათების გაცემა-გაგზავნა;ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
** კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.
მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge. სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ოპერატორი-ფოთი".
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!