← ყველა ვაკანსია

ოფისის მენეჯერი

ედვაიზორი · ქუთაისი

კომპანია "ედვაიზორი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ოფისის მენეჯერს ქუთაისში, რომელსაც საოფისე პროცესების მართვასთან ერთად აქვს ბუღალტრული ცოდნა და შესაბამის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. სამუშაო საათები: 10:00-18:00 დასვენების დღე: შაბათი, კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული ძირითადი მოვალეობები: ** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება; ** დოკუმენტაციის მოწესრიგება და კონტროლი; ** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; ** ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება; ** ხარჯებისა და ანგარიშსწორებების აღრიცხვაში ჩართულობა; ** ბუღალტერთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის მომზადება; ** თანამშრომლებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია; ** ოფისის გამართული მუშაობისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების ცოდნა — Word, Excel; ** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა და მათში მუშაობის გამოცდილება; ** ბუღალტრული პროცესებისა და პირველადი დოკუმენტაციის ცოდნა; ** ინვოისებთან, ზედნადებებთან და ანგარიშსწორებებთან; ** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია; ** მუშაობის გამოცდილება. უნარ-ჩვევები: ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი; ** კარგი კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: mariam.ghirsiashvili@advisory-info.com

განაცხადის გაგზავნა →