← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

Hampton by Hilton Batumi Center · ბათუმი

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე! დაიწყე კარიერა Hampton by Hilton-ში ადმინისტრატორის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად! Hampton by Hilton Batumi გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი! რას გთავაზობთ ჩვენ? ** კვებით უზრუნველყოფას; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; ** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე; ** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში; ** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; ** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში; ** სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ძირითადი მოვალეობები: ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება ** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა; ** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან; ** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია. ძირითადი მოთხოვნები: ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ** საოფისე პროგრამების ცოდნა https://www.hilton.com/en/hotels/busbyhx-hampton-batumi-center/?WT.mc_id=zINDA0EMEA1MB2PSH3Paid_ggl4ACBI_Brand_Destination5dkt6MULTIBR7EN8i814873812112756723551185548-ds_agid=196188896827&&&&&gclsrc=aw.ds&gad_source=1&gad_campaignid=23551185548&gbraid=0AAAAADnjLGOWWZ5nKw6TJmRvgziDd-vMg&gclid=EAIaIQobChMIs5XUwZXUlAMVgSGiAx0ssyhUEAAYASAAEgJ99vD_BwE სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№20 ** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/ ან დაგვიკავშირდით +995 511415285 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →