← ყველა ვაკანსია

მზარეული

მილანური ბისტრო

იტალიური ბისტრო "Milanese Bistro" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე! ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე და გამოცდილ კადრებს ორ ლოკაციაზე: ** პეკინის ქ. #8 ** გლდანი (გლდანი პლაზა, 1-ელი სართული, ი. ვეკუას ქ.) სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) ** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით) ძირითადი მოვალეობები: ** საავტორო კერძების მომზადება შემუშავებული ტექნოლოგიური ბარათებისა და იტალიური სამზარეულოს სტანდარტების მიხედვით ** კერძების მაღალი ხარისხისა და ვიზუალის უზრუნველყოფა ** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების ზედმიწევნით დაცვა ** პროდუქციის მარაგების კონტროლი და სწორი დასაწყობება ძირითადი მოთხოვნები: ** იტალიურ/ევროპულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად) ** გუნდური მუშაობა ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა ** სტრესულ გარემოში სწრაფად და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაოს და პროფესიულ განვითარებას ** უფასო კვებით უზრუნველყოფას ** მეგობრულ, დინამიკურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: bistroground84@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ: "მზარეული - ლოკაცია") ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555090011

განაცხადის გაგზავნა →