← ყველა ვაკანსია

ინგლისურენოვანი რეპორტიორი/რედაქტორი

საქართველოს ამბები

"საქართველოს ამბები" სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი რეპორტიორი / რედაქტორის პოზიციაზე. ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. დისტანციურად, შეთავსებით მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება. ძირითადი მოვალეობები: ** საქართველოს ამბებისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე ახალი ამბების, მულტიმედია რეპორტაჟების, ანალიტიკური მასალების მომზადება ქართულ-ინგლისურ ენებზე; ** ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა; ** სხვა რეპორტიორების მიერ ქართულად მომზადებული მასალების თარგმნა, რედაქტირება ინგლისურ ენაზე და ვებგვერდზე განთავსება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სასაუბრო, წერითი, თარგმანი); ** უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში; ** მედიაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია); პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება; ** სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ შექმნილი 2 ჟურნალისტური ნამუშევრის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. შეგიძლიათ შეავსოთ ანკეტა https://mtisambebi.ge/about-main/join განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. "საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge/) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.

განაცხადის გაგზავნა →