← ყველა ვაკანსია

დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი

რიკო ექსპრესი · ზუგდიდი

მისო "რიკო ექსპრესი" ქ. ზუგდიდში აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

 საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (450 ლარი კვარტალური და წლიური 3500 ლარი) + სამედიცინო დაზღვევა. გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ, 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი.

 მოთხოვნები:

 ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
 ** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
 ** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

 უნარ-ჩვევები:

 ** კანდიდატს უნდა ჰქონდეს მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
 ** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად (ფოტოს ზომა 3x4) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

 გაითვალისწინეთ:

 ** რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 ** აპლიკანტს უნდა შეეძლოს გასაუბრებაზე დისტანციურად ჩართვა.

განაცხადის გაგზავნა →