← ყველა ვაკანსია

დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი

სამშენებლო კომპანია ანაგი

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, სამშენებლო ობიექტი სამუშაო გრაფიკი: სრული ვაკანსიის რაოდენობა: 1 ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება და დადგენილი წესით გაფორმება საჭიროების შესაბამისად; ** დოკუმენტების დადგენილ ვადაში მათი შესრულებისა და გაფორმების მონიტორინგი; ** მიღებული და გაგზავნილი დოკუმენტაციის სრულყოფილი პროგრამული აღრიცხვა და უსაფრთხოდ დაარქივება; ** სამშენებლო ობიექტზე არსებული ყველა სახის პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივება; ** ობიექტზე ყოველდღიური ანგარიშების წარმოება და დამკვეთთან გაგზავნა; ** დამკვეთთან წერილობითი ურთიერთობა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად; ** ობიექტის თანამშრომლების გაფორმება, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ელექტრონულად დაარქივება; ** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში/განიხილება სტუდენტიც; ** კანცელარიის, დოკუმენტბრუნვის, ხელშეკრულების ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება; ** მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა; ** სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** ორგანიზების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება; ** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@anagi.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დოკუმენტბრუნვის ადმინისტრირების სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი, 2026.

განაცხადის გაგზავნა →