← ყველა ვაკანსია

შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი · თბილისი · სრული განაკვეთი

სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: • „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (შემდგომში − ოკუპირებული ტერიტორიები) მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით; • საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა, შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი, პოლიტიკის განმახორციელებელ დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით; • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის წარმართვა და განხორციელების კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით. • შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების ხელშეწყობა პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; • სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების ხელშეწყობა; • საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების ადმინისტრირების ხელშეწყობა; • მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა; • შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური დოკუმენტების, თემატური ანგარიშების, გამოსვლის ტექსტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე; • დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტების ანალიზი; • სამშვიდობო პროცესში ქალების, ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა; • სამუშაო დონეზე, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა; • კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის შეხვედრებში მონაწილეობა და ანგარიშგება; • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საქმიანობის შინაარსობრივი, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩართულობა; • კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი; • მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს კანონი ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”; • სახელმწიფო სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა; • საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“; • „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულებისა დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 მარტის №116 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →