← ყველა ვაკანსია

სტრატეგიული განვითარების, კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ანალიზისა და სტატისტიკის სამმართველოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მიმდინარე პროცესების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი ტენდენციების გამოვლენა; • სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების გათვალისწინებით ანალიტიკური დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება; • ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პრაქტიკისა და ძირითადი ტენდენციების შესწავლა და ანალიზი; • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი; • სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ციფრული მმართველობის, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და განვითარების მიმართულებების შეფასება; • სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი; • სააგენტოს დარგობრივი მიმართულებით კვარტლური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის უზრუნველყოფა; • ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებებისათვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და განახლება; • საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციებისთვის საჭირო სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა; • კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება სააგენტოს საქმიანობისა და შესაბამისი მიმართულებების გაუმჯობესების მიზნით; • სააგენტოს საქმიანობის შესახებ სტატისტიკური და ანალიტიკური მასალების მომზადება და მათი პერიოდული განახლება; • ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების სიზუსტის, სრულყოფილებისა და დროული დამუშავების უზრუნველყოფა; • სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა და შესაბამისი სამუშაოების კოორდინაციაში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →