პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების დეპარტამენტის ციფრული დიზაინის სამმართველოს ვებ და აპლიკაციების დიზაინერი (UI/UX)
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
• ციფრული პროდუქტებისთვის მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დიზაინური გადაწყვეტილებების მომზადება.
• ვებგვერდებისა და აპლიკაციების ცალკეული გვერდების, ეკრანებისა და ფუნქციური ნაკადების ვიზუალური და სტრუქტურული დამუშავება.
• მომხმარებლის გზების, ნავიგაციის ლოგიკისა და ინფორმაციის განთავსების სქემების შექმნაში მონაწილეობა.
• დაბალი და მაღალი სიზუსტის მაკეტების, ინტერაქტიული პროტოტიპებისა და დიზაინის სხვა სამუშაო ვერსიების მომზადება.
• ფერების, შრიფტების, ღილაკების, ფორმებისა და სხვა ინტერფეისის ელემენტების გამოყენება დამტკიცებული დიზაინის სისტემის შესაბამისად.
• სხვადასხვა ეკრანის ზომისა და მოწყობილობისთვის ადაპტირებული დიზაინის შემუშავება და მისი ვიზუალური გამართულობის შემოწმება.
• შექმნილი დიზაინის ტექნიკურ გუნდთან განხილვა და პროგრამულ რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება.
• დეველოპერებისთვის დიზაინის სპეციფიკაციების, ვიზუალური მასალებისა და საჭირო განმარტებების მომზადება და გადაცემა.
• გამოყენებადობის შემოწმების, მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზისა და აღმოჩენილი პრობლემების საფუძველზე დიზაინის გაუმჯობესება.
• კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
• დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.