← ყველა ვაკანსია

ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამმართველოს მონიტორინგის ანალიტიკოსი, I ხაზის

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • ახორციელებს სააგენტოს მართვაში არსებული ქსელური ნაკადების, აპლიკაციების, მონაცემთა ბაზების, ვირტუალური და ოპერაციული გარემოების, ვებსერვისებისა და ფიზიკური მოწყობილობების მონიტორინგს დადგენილი გრაფიკისა და ინსტრუქციების შესაბამისად; • აკვირდება მონიტორინგის სისტემებში შემოსულ შეტყობინებებსა და სიგნალებს, ახდენს მათი პირველადი იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესს; • ავლენს სისტემების შეფერხების, მიუწვდომლობისა და არასტანდარტული ქცევის შემთხვევებს და შესაბამის ინფორმაციას ასახავს ინციდენტების მართვის სისტემაში; • წინასწარ გაწერილი პროცედურებისა და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ინციდენტებზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებს; • პირველადი რეაგირების ფარგლებში პრობლემის აღმოფხვრის შეუძლებლობის შემთხვევაში, ინციდენტს დროულად გადასცემს ხელმძღვანელს; • უზრუნველყოფს ინციდენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად დაფიქსირებას, მათ შორის, გამოვლენის დროს, სიმპტომების, განხორციელებული ქმედებებისა და ესკალაციის მიზეზის მითითებას; • მონაწილეობს სისტემების ხელმისაწვდომობისა და შეფერხებების შესახებ მონაცემების შეგროვებაში და დადგენილი ფორმით ამზადებს ყოველდღიურ ან პერიოდულ ჩანაწერებს/რეპორტებს; • კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას; • ასრულებს დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებსა და დავალებებს.

განაცხადის გაგზავნა →