ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და სერტიფიცირების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტი
სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვისა და ციფრული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით; ფიზიკური და იურიდიული პირების უზრუნველყოფა მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი,
ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.
• საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების მომზადება და შესრულება;
• ტრენინგების, კურსებისა და სემინარების მონაწილეთა რეგისტრაციის, ინფორმირების, დასწრების აღრიცხვისა და მონაწილეთა სიების წარმოება;
• სასწავლო ღონისძიებების განრიგის, მონაწილეთა მოწვევებისა და პროგრამასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეტყობინებების მომზადება და გაგზავნა;
• ტრენერებთან, მოწვეულ ექსპერტებთან და მონაწილეებთან მიმდინარე კომუნიკაციის უზრუნველყოფა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
• საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის საჭირო აუდიტორიის, ტექნიკური აღჭურვილობის, სასწავლო მასალებისა და სხვა რესურსების მომზადების ორგანიზება;
• ტრენინგებისა და სასწავლო კურსების მიმდინარეობისას მონაწილეთა საჭიროებებისა და ტექნიკური საკითხების მხარდაჭერა;
• სასწავლო მასალების, პრეზენტაციების, დავალებების, სარეგისტრაციო ფორმებისა და სხვა დოკუმენტების მომზადება, მოწესრიგება და გავრცელება;
• განხორციელებული სასწავლო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ და მატერიალურ ფორმატში აღრიცხვა და შესაბამისი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
• მონაწილეთა შეფასების, უკუკავშირის, ტესტირებისა და სხვა მონაცემების შეგროვება, ელექტრონულ ფორმატში ასახვა და პირველადი დამუშავება;
• სასწავლო კურსების დასრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მათ შორის მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობებისა და სერტიფიკატების, მომზადებასა და გაცემაში მონაწილეობა;
• საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში მომზადებული მასალების, მონაწილეთა მონაცემებისა და ანგარიშგების დოკუმენტების დაცვა და ორგანიზებულად შენახვა;
• საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების მომზადება და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერისთვის წარდგენა;
• კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
• დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.