← ყველა ვაკანსია

შიდა კონტროლის სამსახურის შიდა კონტროლის სპეციალისტი

სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ “ციფრული მმართველობის სააგენტოს“ საქმიანობის მიზნებია: საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა; ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა; თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა. • ფიზიკური უსაფრთხოების პროცედურების შემუშავებაში, დანერგვაში და მათი განხორციელების პროცესში მონაწილეობა. • სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის ორგანიზებაში მონაწილეობა და დღის განმავლობაში ფიზიკური უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგი. • სააგენტოს თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება. • კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სახელმწიფო და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან, მათ შორის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, კომუნიკაციისა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა. • საგანგებო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირთან კოორდინაციით, თანამშრომელთა უსაფრთხო ევაკუაციის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დახმარების გაწევა. • შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის მოთხოვნების შესრულების კონტროლი. • თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი პრევენციის ღონისძიებების განხორციელება. • შესაძლო ან გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა. • სააგენტოს ქონებისა და თანამშრომელთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. • სააგენტოს სარგებლობაში არსებულ შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის კონტროლის განხორციელება. • სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა. • დეპარტამენტის უფროსისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ან მოთხოვნის შესაბამისად ანგარიშისა და ინფორმაციის წარდგენა. • დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. • კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; • დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

განაცხადის გაგზავნა →